შ.ს.ს. საინფორმაციო კამპანია “პროფესია პოლიციელის”
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია “პროფესია პოლიციელის” ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეები სამინისტროს აკადემიას და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტს ესტუმრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ ინფრასტრუქტურას, შეესწავლათ დანაყოფების საქმიანობა და მონაწილეობა მიეღოთ საჩვენებელ და სიმულაციურ აქტივობებში.
საინფორმაციო კამპანია „პროფესია პოლიციელი“ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და ახალგაზრდებს პოლიციელის პროფესიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.