ლაგოდეხის სოფელ დავითიანში სტიქიის შედეგად დაზიანდა ხიდი და სოფელში მისასვლელად ადგილობრივებს უწევდათ სხვა უფრო შორი გზით გადაადგილება, რომელიც გადიოდა მინდვრებს შორის ცუდ მონაკვეთებზე. ამჟამად ბატონმა ჯონდო მდივნიშვილმა აღნიშნული სამუშაოები დაასრულა და სოფელში მისასვლელი ახალი, განათებული ხიდი მოინახულა. ასევე აღსანიშნავია რომ ამ წელს, მთლიანად დავითიანში ლაგოდეხის მერმა სრულად დაასრულა პროექტი, მთლიანი ასფალტიანი გზა ცენტრალური გზიდან სოფლის ბოლომდეა გაყვანილი ყველა კომუნიკაციით. მოსახლეობა კი მადლიერია.