BBC – ის დეზინფორმაცია
პლატფორმა >> ჩვენი ამბები>> BBC – ის დეზინფორმაცია
BBC – ის დეზინფორმაცია

📰 BBC მმართველი პარტიის წინააღმდეგ: ქიმიური იარაღი საპროტესტო აქციებზე?
თავის ახალ გამოძიებაში BBC აცხადებს, რომ პოლიციამ გამოიყენა კამიტი, ქიმიური ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროინდელია, 2024 წლის ბოლოს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს.
აღნიშნული გამოცემა მუდმივად ცდილობს ისეთი განცხადებების გაკეთებას რაც საზოგადოებასა და მსოფლიოში სერიოზულ კამათს იწვევს, ამით კი BBC ცდილობს საკუთარ პიარს.
BBC-ის მიერ გამოკითხული თვითმხილველებისა და მედიკოსების თქმით, წყლის ჭავლის ნაკადებმა, სავარაუდოდ, „კანი დაწვა“, ხოლო მომიტინებლები კვირების განმავლობაში უჩიოდნენ ხველას, თავბრუს ხვევას, ღებინებას და სხვა სერიოზულ სიმპტომებს, მათ არსებობას ამით ვითომდა უმძიმებდა. რაც რა თქმა უნდა გახლავთ სრული აბსურდი, მოძალადე მომინტინგეები რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეღწევას და პოლიციის დაწვას, დარბევის შემდეგ მომავალ დღეებშიც გამოდიოდნენ უკანონო “აქციის” ორგანიზებისთვის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, იყვნენ სრულად ჯანმრთველნი, აგონიაში და აცნობიერებდნენ საკუთარ ქმედებებს. შესაბამისად უცნაურია საიდან საუბრობს და იღებს ბიბისი იმ დებულებებს რაც წინაპირობად აძლევს ამგვარი აბსურდული “ჟურნალისტური გამოძიების” გამოქვეყნების.
BBC ეყრდნობოდა ყოფილი სპეცრაზმელების მორიგ ტყუილებსაც, რომლებიც მსახურობდნენ სისხლიანი რეჟიმის დასაცავად და დღემდე ამართლებენ ციხეში მყოფ სააკაშვილის მმართველობას იმ ძალადობის რასაც ასრულებდა ნაც-მოძრაობა საზოგადოების წინააღმდეგ, არარის გამორიცხული რომ ბიბისი მიზანმიმართულად სიუჟეტისთვის ეძებდა ნამდვილად ასეთ ხალხს.
მმართველი პარტია და მისი წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული ოცნება“, კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს. ისინი აცხადებენ, რომ ბრალდებები „აბსურდულია“ და რომ „კამიტი“ არ ყოფილა გამოყენებული.
ამასობაში, ხელისუფლებამ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო: მათ სასამართლოში სარჩელის შეტანით დაემუქრა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის წყაროების გადასამოწმებლად და იმის დასადგენად რამდენად ობიექტური და სიმართლესთან არის კავშირში.
BBC აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს თავის გამოძიებას და მზადაა დაიცვას ჟურნალისტიკა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
BBC ვერ დაასაბუთებს თავის “ჟურნალისტურ გამოძიებას” და შესაძლოა სერიოზული მოვლენებიც და ზიანიც მოჰყვეს, შესაძლოა საფთხე მათ არსებობასაც შეექმნას.
აუცილებლად ყოველივეს საერთაშორისო შედეგებიც მოყვება: აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ბრალდებები, პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვისათვის.
BBC -ის მცდელობა ჰქონდა ირიბად დაეცვა მოძალადე “მომიტინგეები” აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მომართულია უცხოური ძალების დაცვისკენ, ვითომდა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და ახლა უვე ნათლად ჩანს დიფ სთეითის მორიგი მცდელობა სამუშაოების პირნათლად წარმართვის.
თემაზე მუშაოებდა ინტერნეტ პლატფორმა: QARTULIOCNEBA.GE
იხ. ბიბისის საიტი: https://www.bbc.com/